---
title: "მუხლი 28. გარიგებაში წარმომადგენლობა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/28"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "28"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. გარიგებაში წარმომადგენლობა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/28

თუ გარიგებაში წარმომადგენლობისას რომელიმე ქვეყნის სამართლის გამოყენება შეთანხმებული არ არის, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც წარმომადგენელი ეწევა საქმიანობას. წარმომადგენლის საქმიანობის ადგილის არარსებობისას გამოიყენება მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი. თუ არსებობს მჭიდრო კავშირი იმ ქვეყანასთან, სადაც წარმომადგენელმა განახორციელა მოქმედება, განსაკუთრებით, თუ წარმომადგენელს ან მესამე პირს იქ აქვს საქმიანობის ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც წარმომადგენელმა განახორციელა მოქმედება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/29.md
