---
title: "მუხლი 32¹. უფლებები ფასიან ქაღალდებზე — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/32-1"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "32^1"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32¹. უფლებები ფასიან ქაღალდებზე — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 32¹ (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/32-1

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებზე უფლების წარმოშობა,  შეცვლა,  გადაცემა  და  შეწყვეტა  წესრიგდება  იმ  ქვეყნის სამართლით, სადაც შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშია გახსნილი.

2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის დასადგენად გამოიყენება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის დებულებები. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3719 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/33.md
