---
title: "მუხლი 4. მითითება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/4"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "4"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მითითება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/4

1. სხვა ქვეყნის (იგულისხმება მესამე ქვეყანაც) სამართალზე მითითება გულისხმობს ამ ქვეყნის საერთაშორისო კერძო სამართლის გამოყენებასაც, თუ ეს მითითება მითითების აზრს არ ეწინააღმდეგება ან თუ ეს მითითება არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნორმების გამოყენებას.

2. საქართველოს სამართალზე უკუმითითებისას გამოიყენება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული საქართველოს სამართლის ნორმები.

3. თუ მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ქვეყნის სამართალი, ასეთი არჩევანი გულისხმობს მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნორმების გამოყენებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/5.md
