---
title: "მუხლი 41. უსაფუძვლო გამდიდრება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/41"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "41"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. უსაფუძვლო გამდიდრება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/41

1. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი პრეტენზიები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება პრეტენზიების წარმომშობ ქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ.

2. უცხო ქვეყნის სამართლით დაცული სიკეთის ხელყოფის გზით უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ეს ხელყოფა მოხდა.

3. სხვა შემთხვევებში უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც გამდიდრების შედეგები დადგა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/42.md
