---
title: "მუხლი 42. დელიქტები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/42"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "42"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. დელიქტები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/42

1. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ექვემდებარება: ა) დაზარალებულისათვის უფრო ხელსაყრელი ქვეყნის სამართალს; ბ) იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ადგილი ჰქონდა იმ მოქმედებას ან გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას; გ) იმ ქვეყნის სამართალს, სადაც სამართლით დაცულ ინტერესს ზიანი მიადგა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის ნაცვლად გამოიყენება: ა) იმ ქვეყნის სამართალი, სადაც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს და დაზარალებულს ზიანის მიყენებისას ჰქონდათ ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; ბ) არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის იმ ქვეყნის სამართალი, რომლის ბაზარზეც ასეთი კონკურენცია გავლენას ახდენს, თუ ეს კონკურენცია არ შემოიფარგლება ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ინტერესებისათვის სრული ან ნაწილობრივი ზიანის მიყენებით.

3. დაზარალებულს შეუძლია თავისი პრეტენზია წარუდგინოს უშუალოდ პასუხისმგებლობის დამზღვევს, თუ ამას ითვალისწინებს იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც გამოიყენება ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის მიმართ, ან იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც დაზღვევის ხელშეკრულება ექვემდებარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/43.md
