---
title: "მუხლი 45. ქორწინების შედეგები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/45"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "45"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. ქორწინების შედეგები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/45

1. ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს: ა) რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთვნებოდა; ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება აგრეთვე მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობების მიმართ, თუ მათ სხვა ქვეყნის სამართალი არ აურჩევიათ. სამართლის არჩევა შესაძლებელია, თუ იგი მიუთითებს იმ ქვეყნის სამართალზე: ა) რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე განეკუთვნება; ბ) სადაც ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; გ) სადაც უძრავი ქონება იმყოფება.

3. ქონებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს შეუძლიათ აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალიც, სადაც მათი ახალი ერთობლივი ადგილსამყოფელია.

4. სამართლის არჩევა უნდა გაფორმდეს სანოტარო წესით. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №53 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/46.md
