---
title: "მუხლი 47. ქორწინების შეწყვეტა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/47"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "47"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. ქორწინების შეწყვეტა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/47

1. ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ.

2. როდესაც უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით განქორწინება შეუძლებელია, იგი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამართლის შესაბამისად, თუ განქორწინების მსურველი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/48.md
