---
title: "მუხლი 50. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/50"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "50"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/50

1. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ბავშვის წარმოშობის დადგენა ერთ-ერთი მშობლის მიხედვით ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს მშობელი განეკუთვნება. თუ დედა დაქორწინებულია, ბავშვის წარმომავლობა შეიძლება დადგინდეს იმ ქვეყნის სამართლითაც, რომელსაც ამ კანონის 45-ე მუხლის თანახმად ბავშვის დაბადებისას ქორწინების ზოგადი შედეგები ეფუძნებოდა. თუ ქორწინება შეწყდა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების გამო, ქორწინების შეწყვეტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

2. თუ მშობლები დაქორწინებულნი არ არიან, მამის ვალდებულებები ფეხმძიმე მეუღლის მიმართ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც დედას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/51.md
