---
title: "მუხლი 59. დიპლომატიური მისიის წევრების იმუნიტეტი — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/59"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "59"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. დიპლომატიური მისიის წევრების იმუნიტეტი — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/59

საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და მათი ოჯახების წევრები, აგრეთვე მისიების მომსახურე პერსონალი თავისუფლდებიან საქართველოს სასამართლოების განსჯადობისაგან “დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ” ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის მიხედვით. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მომვლინებელი ქვეყანა ამ კონვენციის მონაწილე მხარე არ არის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/60.md
