---
title: "მუხლი 61. ექსტერიტორიალობის სხვა შემთხვევები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/61"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "61"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. ექსტერიტორიალობის სხვა შემთხვევები — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/61

1. საქართველოს სასამართლოების განსჯადობა არ ვრცელდება საქართველოში სამსახურებრივი მოწვევით მყოფ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებზე და მათ თანმხლებ პირებზე.

2. საქართველოს სასამართლოების განსჯადობა არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესების ან სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად თავისუფლდებიან საქართველოს განსჯადობისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/62.md
