---
title: "მუხლი 62. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/62"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "62"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/62

1. თუ საქმის გარემოებების გასარკვევად, ფაქტების დასადგენად, დოკუმენტების გადაცემის ან სხვა მიზნით აუცილებელია სასამართლო მოქმედებების განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლებელია აღიძრას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სათანადო დაწესებულების მიმართ.

2. თუ მოქმედება ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მისიის ან საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, შუამდგომლობა უნდა აღიძრას მათ მიმართ.

3. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს მისი შესრულებისათვის საჭირო მონაცემებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/63.md
