---
title: "მუხლი 63. სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/63"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "63"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/63

1. საქართველოს სასამართლოები აკმაყოფილებენ უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობებს სამართლებრივი დახმარების შესახებ.

2. უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ ქართულ ენაზე არ არის შედგენილი ან არ ერთვის დამოწმებული ქართული თარგმანი, მისი დაკმაყოფილება დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიღებს თუ არა დაინტერესებული მხარე შესაბამის ავანსს ქართულ ენაზე თარგმანის შესასრულებლად და დასამოწმებლად.

4. შუამდგომლობის აღმძვრელი სასამართლოს თხოვნით, საპროცესო მოქმედების შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის სამართლის საპროცესო ნორმები, თუ ისინი საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/64.md
