---
title: "მუხლი 66. დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/66"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "66"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/66

1. თუ ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს და არ ჰყავს საქართველოში მცხოვრები წარმომადგენელი, მას შეიძლება სასამართლოს განჩინებით დაევალოს განსაზღვრულ ვადაში დანიშნოს საქართველოში მცხოვრები, დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირი.

2. თუ მხარე ამ ვადის განმავლობაში არ დანიშნავს დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილ პირს, დოკუმენტების ყველა შემდგომი გადაცემა დაზღვეული წერილის მეშვეობით განხორციელებულად ჩაითვლება მისი ფოსტისათვის გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინებით მხარეს უნდა განემარტოს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/67.md
