---
title: "მუხლი 67. უცხო ქვეყნის დოკუმენტების საქართველოსათვის გადაცემა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/67"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "67"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. უცხო ქვეყნის დოკუმენტების საქართველოსათვის გადაცემა — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/67

1. უცხო ქვეყნის დოკუმენტების საქართველოსათვის გადაცემა ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დახმარების ნორმების შესაბამისად.

2. თუ გადასაცემი დოკუმენტი ქართულ ენაზე არ არის შედგენილი ან არ ერთვის დამოწმებული ქართული თარგმანი, ადრესატს შეუძლია უარი თქვას დოკუმენტის მიღებაზე. ამ შემთხვევაში დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის აღმძვრელ ორგანოს დაბრუნების საფუძვლის მითითებით. ადრესატს უნდა განემარტოს, რომ მას უფლება აქვს უარი თქვას დოკუმენტის მიღებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/68.md
