---
title: "მუხლი 7. რამდენიმე სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოს სამართლის გამოყენება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/7"
law: "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ"
article: "7"
identifier: "1361"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. რამდენიმე სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოს სამართლის გამოყენება — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/7

იმ ქვეყნის სამართლის გამოყენებისას, სადაც მოქმედებს რამდენიმე ტერიტორიული ან განსხვავებული სამართლებრივი სისტემა, გამოიყენება ის სამართლებრივი სისტემა, რომლის გამოყენებასაც მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს ამ ქვეყნის სამართალი. თუ ასეთი წესი არ არსებობს, გამოიყენება იმ ტერიტორიის სამართალი, რომელთანაც კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული. თავი II. საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93712-saertashoriso-kerdzo-samartlis-shesakheb/8.md
