---
title: "მუხლი 2. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები — სახელმწიფო ბაჟის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93718-sakhelmwipo-bazhis-shesakheb/2"
law: "სახელმწიფო ბაჟის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 93718"
adopted: "1998-04-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელები — სახელმწიფო ბაჟის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ბაჟის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93718-sakhelmwipo-bazhis-shesakheb/2

1. სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

2. იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული მოქმედების შესრულების ან საბუთის გაცემის თაობაზე ერთდროულად მიმართავს რამდენიმე პირი, სახელმწიფო ბაჟს გადაიხდის ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93718-sakhelmwipo-bazhis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93718-sakhelmwipo-bazhis-shesakheb/3.md
