---
title: "მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/1"
law: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 93778"
adopted: "1998-05-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/1

ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503 -სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ. 259 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ. 392 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/2.md
