---
title: "მუხლი 12³. საკონტეინერო მოსაკრებელი — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/12-3"
law: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
article: "12^3"
identifier: "matsne 93778"
adopted: "1998-05-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12³. საკონტეინერო მოსაკრებელი — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 12³ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/12-3

1. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

2. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

3. საქონლის გადამზიდავი თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი: ა) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი; ბ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/12-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/13.md
