---
title: "მუხლი 17⁴. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/17-4"
law: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
article: "17^4"
identifier: "matsne 93778"
adopted: "1998-05-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17⁴. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 17⁴ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/17-4

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაიცა ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაიცა; ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; გ) ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილია საცხოვრებლად. საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3818 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1112 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/17-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/17-5.md
