---
title: "მუხლი 6¹. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/6-1"
law: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
article: "6^1"
identifier: "matsne 93778"
adopted: "1998-05-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/6-1

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ ო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5296 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1283 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/6-2.md
