---
title: "მუხლი 6³. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/6-3"
law: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"
article: "6^3"
identifier: "matsne 93778"
adopted: "1998-05-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6³. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი — ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 6³ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/6-3

1. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია სამშენებლო ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა ან უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

2. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

3. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1283 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/6-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93778-adgilobrivi-mosakreblebis-shesakheb/7.md
