---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/1"
law: "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 93850"
adopted: "1993-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/1

1. ამ კანონის მიზანია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება, დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან, განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესები და პირობები, აგრეთვე მოაწესრიგოს ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობები.

2. ეს კანონი არ აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეთა დიპლომატიური ან სამსახურებრივი მიზნით მოგზაურობისა და შესაბამისი პასპორტების გაცემის წესს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ . , მუხ . 265

---
Next article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/2.md
