---
title: "მუხლი 15. საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/15"
law: "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 93850"
adopted: "1993-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/15

1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისას გადიან საპასპორტო კონტროლს და პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.

2. საქართველოდან დროებითი გასვლისას საზღვრის გადასაკვეთად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, სადაც უშუალოდ მიემგზავრება.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია უვიზოდაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/16.md
