---
title: "მუხლი 18. საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/18"
law: "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 93850"
adopted: "1993-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/18

1. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებულია სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე პირად საქმეზე საქართველოდან მიემგზავრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ნებართვით.
[ 1. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებულია სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე პირად საქმეზე საქართველოდან მიემგზავრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ნებართვით.“. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
2. საქართველოში საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს წვევამდელთა, რეზერვისტთა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოდან გასვლა.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებები ასეთ შეზღუდვათა შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3528 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1556 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
თავი IV. ემიგრაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ . , მუხ . 265

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/19.md
