---
title: "მუხლი 21. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/21"
law: "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 93850"
adopted: "1993-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/21

1. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობა განიხილება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტო გასცემს ემიგრაციის ნებართვას და საქართველოს მოქალაქის პასპორტში სვამს შტამპს აღნიშვნით „მუდმივი გასვლა“, ნებართვის გაცემის თარიღის მითითებით, რაც დასტურდება სააგენტოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

3. (ამოღებულია – 24.06.2011, №4938).

4. ემიგრანტის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ემიგრანტის მიერ ემიგრაციის ნებართვისა და შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცეს შესაბამისი აქტი და ახალ პასპორტზე გადაიტანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შტამპი სათანადო აღნიშვნით.

5. ემიგრაციის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ მხარეებს ეცნობებათ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ . , მუხ . 265
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4938 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/22.md
