---
title: "მუხლი 23. არასრულწლოვნის ემიგრაცია — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/23"
law: "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 93850"
adopted: "1993-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. არასრულწლოვნის ემიგრაცია — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/23

1. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ემიგრაციაში მიდის თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ხოლო თუ იგი მიემგზავრება უცხოეთში მყოფ თავის კანონიერ წარმომადგენელთან და აქვს ამ უკანასკნელის თანხმობა – სრულწლოვან ქმედუნარიან თანმხლებ პირთან ერთად.

2. თუ არასრულწლოვნის ემიგრაციის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ . , მუხ . 265

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/22-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/24.md
