---
title: "მუხლი 25. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/25"
law: "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 93850"
adopted: "1993-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/25

1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ავსებენ მიგრანტის ბარათს და გადიან საპასპორტო კონტროლს. პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.

2. სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, რომელშიც მიემგზავრება.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ . , მუხ . 265

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93850-sakartvelos-mokalakeebis-sakartvelodan-gasvlisa-da-sakartveloshi-shemo/26.md
