---
title: "მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი — ნიადაგის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/12"
law: "ნიადაგის დაცვის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 93874"
adopted: "1994-05-12"
consolidated_as_of: "2021-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი — ნიადაგის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგის დაცვის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2021-11-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/12

1. ამ კანონის საფუძველზე მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ძოვებისას და გადაადგილებისას მათი რიცხოვნობის ზღვრული რაოდენობების დამტკიცების შესახებ“; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის და საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდის დამტკიცების შესახებ“; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში საწვავად და სხვა მიზნით მოხმარებისათვის აკრძალული სუბალპური და ალპური მცენარეულობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ე) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში ეროზირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უბნების იდენტიფიკაციის, მათი სამიწათმოწყობო და მიწის საბალანსო დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე დატანის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 იანვრამდე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2011 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს „სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები“. საქართველოს  2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ; მუხ.138 საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4755 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური                                                          ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                   ვახტანგ გოგუაძე თბილისი , 1994 წლის 12 მაისი. №490 –IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/11.md
