---
title: "მუხლი 2. კანონის მიზნები — ნიადაგის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/2"
law: "ნიადაგის დაცვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 93874"
adopted: "1994-05-12"
consolidated_as_of: "2021-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზნები — ნიადაგის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგის დაცვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2021-11-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/2

1. ამ კანონის მიზნებია: ა) უზრუნველყოს ნიადაგის საფარის მთლიანობა, ნაყოფიერების ზრდა და შენარჩუნება; ბ) განსაზღვროს მიწათმოსარგებლეთა, მიწათმესაკუთრეთა და სახელმწიფოს მოვალეობა და პასუხისმგებლობა ნიადაგის დაცვისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების პირობების შესაქმნელად; გ) აღკვეთოს ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის საშუალებათა გამოყენებისას უარყოფითი შედეგები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის თვით ნიადაგს, ადამიანის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას; დ) უზრუნველყოს სუბალპური და ალპური მდელოების დაცვის გზით მაღალმთიანი რეგიონების ენდემური მცენარეულობისა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენარჩუნება; ე) მელიორირებული მიწებიდან მაღალი და მყარი მოსავლის მიღების მიზნით ხელი შეუწყოს მელიორაციის სფეროში საქმიანობის კოორდინაციას.

2. ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მცენარეთა საფარისა და ცხოველთა სამყაროს, საერთოდ ბუნებრივი გარემოს, დაცვის მიზნით ამ კანონით წესდება ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების ნორმები და სტანდარტები.

3. ნიადაგდაცვითი სამუშაო სტანდარტები და ნორმატიული დოკუმენტები უნდა შეესაბამოს ამ კანონს. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ. მუხ.138 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 -სსმI, №76, 29.12.2010წ. მუხ.516

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/3.md
