---
title: "მუხლი 5. ნიადაგის დაცვის სფეროში მართვის ორგანოების ამოცანები — ნიადაგის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/5"
law: "ნიადაგის დაცვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 93874"
adopted: "1994-05-12"
consolidated_as_of: "2021-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ნიადაგის დაცვის სფეროში მართვის ორგანოების ამოცანები — ნიადაგის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგის დაცვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2021-11-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/5

1. საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგს იცავენ სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ: ა) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა წარმოებას, საქართველოში მათი შემოტანისა და გამოყენების ორგანიზებას; გ) ნიადაგის დაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების განხორციელებას და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზებას; დ) ნიადაგის დაცვის კონცეფციის და პროგრამების შემუშავებას, ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

2. მიწების მელიორაციის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 - სსმI, №76, 29.12.2010წ. მუხ.516 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1645 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/6.md
