---
title: "მუხლი 9. პასუხისმგებლობა ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის — ნიადაგის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/9"
law: "ნიადაგის დაცვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 93874"
adopted: "1994-05-12"
consolidated_as_of: "2021-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. პასუხისმგებლობა ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის — ნიადაგის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგის დაცვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2021-11-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/9

1. ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ, სამოქალაქო-ქონებრივ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

2. მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დარღვევისა და დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვებით გამოწვეული ნიადაგის გაუვარგისებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ. მუხ.138

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/93874-niadagis-datsvis-shesakheb/10.md
