---
title: "პარტნიორთა დავები"
url: "https://legal.ge/ka/service/davebis-gadatsqveta-da-sasamartlo-ka/partniorta-davebi-ka"
field: "დავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა"
description: "პარტნიორთა დავები: უფლებამოსილების ჩამორთმევა, ინფორმაციის უფლება, გასვლა და გარიცხვა საზოგადოებიდან. დახმარება — Legal.ge."
reviewed: "2026-04-12"
updated: "2026-10-15"
publisher: "legal.ge"
---

# პარტნიორთა დავები

> Source: legal.ge, https://legal.ge/ka/service/davebis-gadatsqveta-da-sasamartlo-ka/partniorta-davebi-ka

## პარტნიორთა დავის წყაროები და მართვის უფლებამოსილების საზღვრები

პარტნიორთა დავები საზოგადოების შიგნით არსებული კონფლიქტებია, რომლებიც ეხება მართვის უფლებამოსილებებს, ინფორმაციის მიღებას, პარტნიორის გასვლასა და გარიცხვას. მეწარმეთა შესახებ კანონის 102-ე მუხლი აწესრიგებს პარტნიორების თანხმობასა და ხელმძღვანელი პარტნიორის უფლებამოსილების ჩამორთმევას: წესდება ზოგიერთი გარიგებისთვის შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორების წინასწარ, სავალდებულო თანხმობას. ხელმძღვანელ პარტნიორს უფლება აქვს გარიგება დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშეც დადოს, თუ მისი დადების გაჭიანურება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რის შესახებაც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პარტნიორებს. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას — მაგალითად, თუ პარტნიორმა ვალდებულებები უხეშად დაარღვია ან საზოგადოების ხელმძღვანელობას სათანადოდ ვერ ახორციელებს — სასამართლოს დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე შეუძლია ჩამოართვას მას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება.

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია legal.ge-ზე შესვლის შემდეგ: https://legal.ge/ka/service/davebis-gadatsqveta-da-sasamartlo-ka/partniorta-davebi-ka

### რა იწვევს პარტნიორთა დავას?

პარტნიორთა დავის ტიპური საგნებია მართვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ინფორმაციის წარმოდგენზე უარის თქმა, არსებითი მოვალეობების შეუსრულებლობა, დივიდენდის გაუნაწილებლობა და საზოგადოებიდან გასვლის ან გარიცხვის საკითხები.

### როგორ ხდება პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან?

გარიცხვა ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოების სარჩელის საფუძველზე, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას. სარჩელი შეიტანება პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში.

### ვინ ადგენს გამავალი პარტნიორის წილის ღირებულებას?

წილის ღირებულება დგინდება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობისას — დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. თუ მხარეები აუდიტორის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან, მას სასამართლო ნიშნავს.

### რა ხდება გაკოტრებულ პარტნიორთან?

თუ პარტნიორის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი იწყება, იგი სოლიდარული საზოგადოებიდან გასულად მიიჩნევა გაკოტრების რეჟიმის დაწყების მომენტიდან.
