---
title: "საგადასახადო რეზიდენტობის მიღება"
url: "https://legal.ge/ka/service/sagadasakhado-samartali-ka/sagadasakhado-rezidentobis-migheba-ka"
field: "საგადასახადო სამართალი"
description: "საგადასახადო რეზიდენტობა საქართველოში: 183 დღის კრიტერიუმი, დღეების გათვლა და შეღავათები. კონსულტაცია Legal.ge."
reviewed: "2026-06-27"
updated: "2026-10-24"
publisher: "legal.ge"
---

# საგადასახადო რეზიდენტობის მიღება

> Source: legal.ge, https://legal.ge/ka/service/sagadasakhado-samartali-ka/sagadasakhado-rezidentobis-migheba-ka

## რეზიდენტობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი

საგადასახადო კოდექსის მე-34-ე მუხლი განსაზღვრავს, ვინ ითვლება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირად. ფიზიკურ პირებად ითვლებიან საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. საქართველოს რეზიდენტად მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს. ამავე სტატუსს იძენს ფიზიკური პირიც, რომელიც საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

რეზიდენტობა საგადასახადო მნიშვნელობის ცნებაა და მოქალაქეობასთან არ უნდა აირიოს: საქართველოს მოქალაქემაც შეიძლება დაკარგოს რეზიდენტის სტატუსი, უცხოელმაც — მიიღოს იგი. არარეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის რეზიდენტი. სტატუსი ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის ცალკე დგინდება, ხოლო ის დღეები, რომლებიც წინა პერიოდში ჩაითვალა, შემდეგ პერიოდში ხელახლა არ გაითვალისწინება. მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდის დაწყება წინა წელსაც შეიძლება ემთხვეოდეს — კანონი მხოლოდ პერიოდის დასრულებას აკავშირებს მიმდინარე საგადასახადო წელთან. რეზიდენტის სტატუსი კი მთელ მიმდინარე საგადასახადო წელს ვრცელდება, ამიტომ წლის ბოლოს მიღწეული შედეგი ამ წლის შემოსავლებზეც აისახება.

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია legal.ge-ზე შესვლის შემდეგ: https://legal.ge/ka/service/sagadasakhado-samartali-ka/sagadasakhado-rezidentobis-migheba-ka

### რა არის საქართველოს რეზიდენტობის ძირითადი კრიტერიუმი?

ფაქტობრივი ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტი ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება მიმდინარე საგადასახადო წელს.

### როგორ ითვლება ყოფნის დღე?

დღედ ითვლება ყოველი დღე, რომლის განმავლობაშიც პირი საქართველოში იმყოფებოდა, ყოფნის ხანგრძლივობის მიუხედავად; საზღვარგარე მივლინების, მკურნალობის, დასვენებისა და სწავლის დროც ემატება.

### არის თუ არა რეზიდენტობა მუდმივი?

არა, სტატუსი ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის ცალკე დგინდება, ხოლო წინა პერიოდში გათვლილი დღეები შემდეგში აღარ ითვლება.

### როგორ სარგებლობენ არარეზიდენტები შეღავათებით?

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობისა და გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
