---
name: "აიჰან ჰასანლი"
title: "ადვოკატი, მედიატორი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/aihan-hasanli-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

- პრაქტიკის სფეროები: სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული და საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, თურქული, აზერბაიჯანული
- ქალაქები: თბილისი
- კონსულტაცია: ₾200
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)

აიჰან ჰასანლი (გასანოვი) არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, მედიატორი, სერტიფიცირებული ტრენერი და სამოქალაქო უფლებადამცველი. მას მოპოვებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის ბაკალავრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხები. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, მას გაჩნია დამატებითი ვიწრო სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებსა (სამოქალაქო სამართალი) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლის სამართალი), ამასთანავე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. 2019 წლიდან აიჰან ჰასანლი (გასანოვი) აქტიურად მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში და ამჟამად იკავებს იურისტისა და ადვოკატის პოზიციას ორგანიზაცია „საფარში“. იგი ასევე გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა სალამის“ მოქმედი თავმჯდომარე/კაპიტანი და „იორმუღანლოს სათემო ცენტრის“ თანადამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მას მართული და კოორდინირებული აქვს არაერთი სამართლებრივი თუ სამოქალაქო პროექტი, მათ შორის, 2020–2023 წლებში მუშაობდა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს (PMMG)“ რეგიონულ იურისტად სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებში (SEREC). 2020 წლიდან აიჰან ჰასანლი (გასანოვი) ეწევა აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას სამართლის სფეროში, რაც მოიცავს კლიენტთა ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობასა და დაცვას საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2023 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შემდგომ, მან მოიპოვა საადვოკატო საქმიანობის სრული უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით, რის საფუძველზეც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას. მის პროფესიულ პორტფოლიოს მიეკუთვნება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი პოზიციის მომზადება, სასამართლო წარმომადგენლობა, ხელშეკრულებების სტრატეგიული ანალიზი და შემუშავება, კონსულტირება,ბრალდებულთა, დაზარალებულთა და მოწმეთა უფლებების მაღალპროფესიულ დაცვას გამოძიების, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და საქმის არსებითი განხილვის ყველა ეტაპზე. სიღრმისეული ვიწრო სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მას საშუალებას აძლევს, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის დაცვით წარმართოს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის პროცესი და, ამავდროულად, დავების ალტერნატიული მოგვარების (მედიაციის) მეშვეობით მაქსიმალურად დაიცვას კლიენტის ინტერესები. პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობასთან ერთად, აიჰან ჰასანლი (გასანოვი) არის იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, რომელსაც ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი ტრენინგი. ფლობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატებსა და კვალიფიკაციას ნატოს, ევროკავშირის, არაძალადობრივი ადვოკატირების, ლიდერობისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით. 2018 წლიდან იგი აქტიურად არის ჩართული ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ ადვოკატირებასა და საარჩევნო პროცესების მონიტორინგში, რაც ხაზს უსვამს მის მრავალმხრივ პროფესიულ გამოცდილებასა და მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/aihan-hasanli-ka
