---
name: "ანა შავარდენიძე"
title: "კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/ana-shavardenidze-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

- პრაქტიკის სფეროები: კორპორაციული და კომერციული სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
- ქალაქები: თბილისი, რუსთავი
- გამოცდილება: 9 წელი
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)

სამართლის მაგისტრი - იურიდიული საქმიანობის 9-წლიანი გამოცდილებით, რაც მოიცავს კერძო და ბიზნეს სამართლის სრულ სპექტრს. ჩემი პროფესიული გზა უკავშირდება საადვოკატო ბიუროებს, სადაც ჯუნიორის პოზიციიდან პარტნიორის სტატუსამდე მივედი, რაც საშუალებას მაძლევს კომპლექსურად დავინახო ბიზნესის წინაშე არსებული ნებისმიერი გამოწვევა. ვფლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხს, ვარ სერტიფიცირებული ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ჩემი საქმიანობის მთავარი ფოკუსი ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერაა, რაც გულისხმობს დოკუმენტაციის სრულ იურიდიულ აუდიტს, რთული სახელშეკრულებო ურთიერთობების მართვას, საგადასახადო და ადმინისტრაციული რისკების დაზღვევასა და შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებას. მაქვს წარმატებული გამოცდილება სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში კლიენტთა ინტერესების წარმომადგენლობის კუთხით, სადაც ჩემი მიზანი ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებაა.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/ana-shavardenidze-ka
