---
name: "დავით ბასილაია"
title: "ადვოკატი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/davit-basilaia-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# დავით ბასილაია

ადვოკატი

- პრაქტიკის სფეროები: საბანკო და საფინანსო სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- ქალაქები: თბილისი, ზუგდიდი
- გამოცდილება: 23 წელი
- კონსულტაცია: ₾300
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)

ვარ იურისტი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით კერძო და საჯარო სექტორში. ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კორპორაციული და სამეწარმეო სამართალი, გადახდისუუნარობა, სამოქალაქო სამართალი და სასამართლო დავები. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ვმუშაობ კომპლექსურ კორპორაციულ საკითხებზე, მათ შორის კომპანიების მართვისა და რეორგანიზაციის, წილების და აქტივების გასხვისების, ხელშეკრულებების მომზადებისა და მოლაპარაკებების, ასევე სამართლებრივი რისკების შეფასების მიმართულებით. მაქვს გადახდისუუნარობის საქმეებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის რეაბილიტაციისა და გაკოტრების პროცესებში. ჩემთვის იურიდიული საქმიანობა გულისხმობს არა მხოლოდ სამართლებრივი პრობლემის სწორად იდენტიფიცირებას, არამედ კლიენტისთვის პრაქტიკული, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტის მოძიებას.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/davit-basilaia-ka
