---
name: "დავით მაისურაძე"
title: "იურისტი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/davit-maisuradze-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# დავით მაისურაძე

იურისტი

- პრაქტიკის სფეროები: სამოქალაქო სამართალი, კორპორაციული და კომერციული სამართალი
- სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული, რუსული
- ქალაქები: თბილისი
- გამოცდილება: 17 წელი
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)

დავით მაისურაძე არის მაღალკვალიფიციური იურისტი და ადვოკატი, 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით სამოქალაქო, საკორპორაციო და ადმინისტრაციულ სამართალში. იგი 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა და კონსულტაციას უწევდა როგორც კერძო კომპანიებს, ისე არასამთავრობო და საჯარო ორგანიზაციებს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან სამართლებრივი დავების პროცესში. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს მაღალბიუჯეტური, საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ხელშეკრულებების შედგენას და ანალიზს, კონტრაქტების სამართლებრივ ექსპერტიზას კომერციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის, კორპორაციული მართვის, საწარმოთა რეორგანიზაციისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, დავით მაისურაძეს აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დავითი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადაც, ასევე, ხელმძღვანელობს კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას და კითხულობს ლექციებს საკორპორაციო სამართალში, კორპორაციულ მართვაში, საწარმოთა რეორგანიზაციებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალში. მისი აკადემიური ნაშრომები ციტირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რაც ადასტურებს მის მაღალი დონის ექსპერტიზას საკორპორაციო სამართლის სფეროში. დავით მაისურაძე არის კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მაგისტრი (UC Davis LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორი.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/davit-maisuradze-ka
