---
name: "გიორგი ჩილინდრიშვილი"
title: "უძრავი ქონების საინვესტიციო სპეციალისტი & კონსულტანტი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/giorgi-chilindrishvili-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# გიორგი ჩილინდრიშვილი

უძრავი ქონების საინვესტიციო სპეციალისტი & კონსულტანტი

- სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული, რუსული
- ქალაქები: თბილისი, ბათუმი
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ჩილინდრიშვილი არის სერტიფიცირებული უძრავი ქონების კონსულტანტი, რომელიც სპეციალიზირდება საცხოვრებელ, კომერციულ და შემოსავლიან საინვესტიციო ქონებებზე. მისი საქმიანობის ძირითადი რეგიონებია თბილისი და ბათუმი. გიორგი არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის სერტიფიცირებული წევრი. იურიდიული განათლება და ბაზრის ანალიტიკური გამოცდილება მას ეხმარება დააკავშიროს ბაზრის რეალური მონაცემები, რეგულაციები და საინვესტიციო გათვლები — რათა კლიენტებმა მიიღონ დაცული, გათვლილი და გრძელვადიანად სწორი გადაწყვეტილებები. ბოლო 4 წლის განმავლობაში გიორგი მუშაობდა როგორც კერძო მყიდველებთან, ისე დეველოპერებთან, ინვესტორებთან და საერთაშორისო კლიენტებთან. მისი საქმიანობა მოიცავს აქტივების შეძენას, გაყიდვას, შემოსავლიანობის და ქონების მართვას, საინვესტიციო ანალიზს და სტრატეგიულ დაგეგმვას.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/giorgi-chilindrishvili-ka
