---
name: "იოსებ გაბარაევი"
title: "სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/ioseb-gabaraevi-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

- პრაქტიკის სფეროები: სამოქალაქო სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- ქალაქები: გორი
- გამოცდილება: 21 წელი
- კონსულტაცია: ₾100
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)

ადვოკატმა იოსებ გაბარაევმა 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით. 2022 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – „ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007–2019 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატად, 2019 წლიდან კი განაგრძო კერძო საადვოკატო პრაქტიკა საერთო სპეციალიზაციით. პარალელურად მრავალი წელია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. 2024 წლის მარტიდან არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (GIU) პროფესორი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; ასევე, 2025 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი. 2005 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი. არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ევროპის სამართლის ინსტიტუტის (European Law Institute – ELI) ყოველწლიურ კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით. 2024 წლიდან არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის სამართლის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული განვითარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტებით ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სქესობრივი დანაშაულები და სამედიცინო სისხლის სამართალი.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/ioseb-gabaraevi-ka
