---
name: "ლადო ჯავახიშვილი"
title: "საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/lado-javakhishvili-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# ლადო ჯავახიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

- პრაქტიკის სფეროები: სამოქალაქო სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- ქალაქები: თბილისი
- გამოცდილება: 13 წელი
- კონსულტაცია: ₾200
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)

ლადო ჯავახიშვილი გამოცდილი იურისტი და სამართლის ექსპერტია. მისი პორტფოლიო აერთიანებს 13 წელზე მეტ გამოცდილებას კერძო საადვოკატო პრაქტიკაში, საჯარო სამსახურში საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და საერთაშორისო კონსულტირებაში. ლადო არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის სტიპენდიანტი და ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (SUNY) სამართლის მაგისტრი. ფლობს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სპეციალიზაციის კურსები, მათ შორის სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სპეციალიზაციის კურსი (GBA და LMU Munich). ასევე, ფლობს რიგის სამართლის სკოლის (RGSL) სერტიფიკატს ევროკავშირის სამართალსა და ეკონომიკაში. არის არაერთი იურიდიული პუბლიკაციის ავტორი და აქვს პედაგოგიური მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. აკადემიური განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების სწორედ ეს უნიკალური სინთეზი აძლევს შესაძლებლობას, შესთავაზოს კლიენტებს სტრატეგიული იურიდიული მომსახურება და სრული სამართლებრივი დაცვა საქართველოს მასშტაბით. მისი პროფესიული ფილოსოფია მარტივია: წარმატებული დაცვის სტრატეგია ეფუძნება არა მხოლოდ იურიდიულ ნორმებს, არამედ სისტემურ ხედვას, სიღრმისეულ განათლებასა და კრეატიულ აზროვნებას. 2022 წლიდან ლადო ეწევა პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობას და უზრუნველყოფს კლიენტების დაცვასა და წარმომადგენლობას შემდეგი მიმართულებებით: სისხლის სამართლის საქმეებზე სრული დაცვა საგამოძიებო, სასამართლო და სასჯელის აღსრულების ეტაპებზე; ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა, კორპორატიული მომსახურება და იურიდიული აუდიტი; სამოქალაქო, საოჯახო, შრომითი და ადმინისტრაციული სამართალწარმოება; ადამიანის უფლებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. იგი საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/lado-javakhishvili-ka
