---
name: "მია ზოიძე"
title: "ადვოკატი, \"გიორგი ფანცულაია და პარტნიორები\"-ს თანადამფუძნებელი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/mia-zoidze-ka"
firm: "\"გიორგი ფანცულაია და პარტნიორები\""
verified: true
bar_register_matched: true
publisher: "legal.ge"
---

# მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

- პრაქტიკის სფეროები: საბანკო და საფინანსო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, მიგრაცია და იმიგრაციის სამართალი
- სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული, რუსული
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- ფირმა: "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)
- legal.ge-მ სახელი ადვოკატთა ასოციაციის საჯარო რეესტრს შეუდარა და ჩვენი გუნდის წევრმა დაადასტურა

მია ზოიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი პარტნიორი. იგი ფლობს სამართლისა და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხებს და პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად იყენებს როგორც სამართლებრივ ცოდნას, ასევე კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ მიდგომებს. მია ზოიძე მუშაობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ დავებს, ხელშეკრულებით ურთიერთობებს, ქონებრივ და საოჯახო საკითხებს, ასევე რთულ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებს. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდები როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართლის სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში მონაწილეობდა საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ რეზონანსულ საქმეში. აქვს გამოცდილება მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მიმართულებით. მია ზოიძე ახორციელებს სამართლებრივ წარმომდგენლობას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/mia-zoidze-ka
