---
name: "მორის გიგაური"
title: "იურისტი, მედიატორი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/moris-gigauri-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

- პრაქტიკის სფეროები: მიგრაცია და იმიგრაციის სამართალი
- სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული
- ქალაქები: თბილისი, გორი
- გამოცდილება: 6 წელი
- კონსულტაცია: ₾250
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)

მორის გიგაური არის იურისტი, რომლის აკადემიური და პროფესიული გზა გამორჩეულია სამართლის სფეროში მიღწეული უწყვეტი პროგრესით. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში მან წარჩინებით დაასრულა ბაკალავრიატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში იმავე უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის ხარისხი. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში მორისმა წარმატებით დაასრულა მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) იურისტთა სპეციალიზაციის ონლაინ კურსი, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების ევროპულ სამართალზე. მორისს ჩაბარებული აქვს შემდეგი პროფესიული გამოცდები: — ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია) — მედიატორობის მსურველ პირთა სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დამადასტურებელ შემოწმებას. მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2022 წლიდან დღემდე მორისი დასაქმებულია BDO ლეგალში (BDO საქართველო) იურისტის პოზიციაზე, სადაც სამართლებრივ მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. 2023 წლიდან იგი თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სადაც უძღვება ტრენინგებს, ლექციებსა და სემინარებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით -მათ შორის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის. მანამდე, [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში, მორისი მუშაობდა „სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორებში“ და მუდმივმოქმედ არბიტრაჟში „სამართლიანი არბიტრი“ უმცროს იურისტად. მორისის პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერას, ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციას, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სამართლებრივ მართვას. თუმცა, მისი ყველაზე ძლიერი და უკვე ოთხწლიანი გამოცდილება დაკავშირებულია საიმიგრაციო სამართალთან, რომელშიც მას მომზადებული აქვს 1000-ზე მეტი წარმატებულად დამუშავებული საიმიგრაციო საქმე.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/moris-gigauri-ka
