---
name: "ნიკოლოზ ფხალაძე"
title: "ადვოკატი/ იურისტი  სასამართლო დავების მიმართულებით"
url: "https://legal.ge/ka/specialists/nikoloz-fkhaladze-ka"
verified: true
bar_register_matched: true
publisher: "legal.ge"
---

# ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი  სასამართლო დავების მიმართულებით

- პრაქტიკის სფეროები: საბანკო და საფინანსო სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)
- legal.ge-მ სახელი ადვოკატთა ასოციაციის საჯარო რეესტრს შეუდარა და ჩვენი გუნდის წევრმა დაადასტურა

ნიკოლოზ ფხალაძე ადვოკატი | დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ფხალაძე საადვოკატო ბიურო "ფხალაძე და პარტნიორები" (Cabinet d'Avocats Pkhaladze et Associés) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია, 2017 წლიდან საადვოკატო საქმიანობაში აქტიურად ჩართული. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და წლების განმავლობაში ასობით კლიენტს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, მათ შორის არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდში. მისი პრაქტიკის ძირითადი მიმართულებებია სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომის, სააღსრულებო და სამეწარმეო სამართალი, ასევე სასამართლო წარმომადგენლობა და დავების გადაწყვეტა. ბიურო მომსახურებას უწევს როგორც კორპორაციულ, ისე ფიზიკურ პირებს — Due Diligence-ის მომზადებიდან და საკორპორაციო კონსულტაციებიდან დაწყებული, უძრავი ქონების ტრანზაქციებით, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციითა და სასამართლო დავებით დამთავრებული. ბიურო არის საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCI France Géorgie) წევრი. განათლება მიღებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, 2015) და სტრასბურგის უნივერსიტეტში (მაგისტრატურა); ამჟამად არის სამართლის დოქტორანტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც სადისერტაციო ნაშრომს უძღვნის კეთილსინდისიერი შემძენისა და კანონიერი მესაკუთრის უფლებათა კონკურენციის საკითხს ქართული სამართლის მიხედვით. 2020 წლიდან აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს ჟურნალში "სამართალი და მსოფლიო" (Law and World), სადაც აანალიზებს ქართული მართლმსაჯულების წინაშე მდგარ პრაქტიკულ გამოწვევებს. აქტიურადაა ჩართული საკანონმდებლო ინიციატივებში, მათ შორის სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების წინადადებებში კეთილსინდისიერი შემძენის დაცვასთან დაკავშირებით. ფლობს ფრანგულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. გეგმავს ბიუროს საერთაშორისო გაფართოებას — ოფისების გახსნას სტრასბურგში, ბრიუსელსა და ჟენევაში, რაც მისი მრწამსის გამოძახილია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ადგილობრივი ჩარჩოებით არ უნდა შემოიფარგლოს.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/nikoloz-fkhaladze-ka
