---
name: "ნინო ბაზიკოშვილი"
title: "იურისტი, კონსულტანტი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/nino-bazikoshvili-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

- პრაქტიკის სფეროები: კორპორაციული და კომერციული სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- ქალაქები: თბილისი
- გამოცდილება: 15 წელი
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინო ბაზიკოშვილი არის იურისტი და მკვლევარი, რომელიც ფლობს საკონსტიტუციო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული კონსულტაციის სფეროში მუშაობის 15-წლიანზე მეტ გამოცდილებას. ამჟამად ის არის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის (IOR) აფილირებული მკვლევარი და რეგენსბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი . მისი საკვლევი სფერო მოიცავს შედარებით საკონსტიტუციო სამართალს, სასამართლო დამოუკიდებლობასა და ინსტიტუციურ რეფორმებს ტრანზიტულ დემოკრატიებში. ნინომ განათლება მიიღო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), სადაც მოიპოვა სამართლის ბაკალავრისა (LL.B.) და მაგისტრის (LL.M.) ხარისხები. პარალელურად, ის სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში და გავლილი აქვს კანონის უზენაესობის საზაფხულო სკოლა პოლონეთის SWPS უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში ნინო ხელმძღვანელობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს არასამთავრობო და საჯარო სექტორში. ის არის „სამართლისა და თანასწორობის ცენტრის“ თავმჯდომარე, სადაც კოორდინაციას უწევს შშმ პირთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, და იყო „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას „შენ ევროკავშირში“, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. მას ასევე აქვს მდიდარი იურიდიული პრაქტიკა კერძო და სამედიცინო სამართლის მიმართულებით, მათ შორის უფროსი იურისტის პოზიციაზე ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკასა და სხვა მსხვილ სამედიცინო კორპორაციებში. სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქმიანობას საქართველოს მთავრობის კანცელარიაშიც. ნინო ბაზიკოშვილი არის არაერთი აკადემიური პუბლიკაციის, სახელმძღვანელოსა და კვლევის ავტორი, რომლებიც ეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, სუროგაციის სამართლებრივ ასპექტებსა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებს. ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ბერძნულ და თურქულ ენებს

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/nino-bazikoshvili-ka
