---
name: "ნინო ხუციშვილი"
title: "იურისტი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/nino-khutsishvili-ka"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# ნინო ხუციშვილი

იურისტი

- პრაქტიკის სფეროები: საბანკო და საფინანსო სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- ქალაქები: კასპი, თბილისი, გორი
- გამოცდილება: 6 წელი
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინო ხუციშვილი არის ადვოკატი, რომელიც სპეციალიზირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, კერძო სამართლის მიმართულებით. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის აქტიური წევრი. 2018 წელს საქმიანობდა ა(ა)იპ „ასოციაცია პირველი თანასწორთა შორის“-ში იურისტისა და ორგანიზაციის წევრის სტატუსით. მონაწილეობდა პროექტების ორგანიზებაში, ჯგუფების ხელმძღვანელობასა და მენტორობაში, მათ შორის, სკოლებს შორის იმიტირებულ სისხლის სამართლის პროცესებში. 2018 წლიდან არის ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრი“-ს თანადამფუძნებელი, სადაც აქტიურად იყო ჩართული პროექტების წერასა და ორგანიზებაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და ორგანიზაციულ მართვაში. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის იურიდიული კონსულტაციის ცენტრში, [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში - მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის დაენიშნა სახელმწიფო სტიპენდია და [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში - გაიარა სახელმწიფო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ მერიის ა(ა)იპ იურიდიულ კლინიკაში - „ჩემი ადვოკატი“. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში მუშაობდა სს „თიბისი ბანკში“ იურისტის პოზიციაზე. მისი საქმიანობა მოიცავდა საკრედიტო და იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და ვიზირებას, კლიენტებთან კომუნიკაციას, დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაციას, სესხების გაცემისა და გადაფარვის პროცედურების განხორციელებასა და საკრედიტო დოკუმენტაციის სრულ ადმინისტრირებას, ხოლო 2024 წლიდან მუშაობს იურისტად სს “პროკრედიტ ბანკში”. [კონტაქტი პროფილის გვერდზეა] წლებში იყო შპს „რეესტრი+“-ის ავტორიზებული პირი და ახორციელებდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული ცვლილებების რეგისტრაციას, ასევე, შსს მომსახურების სააგენტოში - სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციას. არის იურისტი და დამოუკიდებელი სპეციალისტი, რომელიც თანამშრომლობს Legal.ge-ის იურიდიული სერვისების პლატფორმასთან. 2026 წლის მარტიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია "იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების" წევრი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს იურიდიული კონსულტაციების გაწევას და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტოვობებში აქტიურ ჩართულობას. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და კურსი, მიღებული აქვს უამრავი სერთიფიკატი. მისი პროფესიული კარიერა მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში მუშაობას, სადაც მან დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება სამართლის სხვადასხვა დარგებში.

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/nino-khutsishvili-ka
