---
name: "სალომე ბეჟაშვილი"
title: "ადვოკატი / მედიატორი"
url: "https://legal.ge/ka/specialists/salome-bezhashvili-ka"
verified: true
bar_register_matched: true
publisher: "legal.ge"
---

# სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

- პრაქტიკის სფეროები: სამოქალაქო სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- ქალაქები: რუსთავი, ბათუმი, გორი, მცხეთა, საგარეჯო, ქუთაისი, თბილისი
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მითითებული)
- legal.ge-მ სახელი ადვოკატთა ასოციაციის საჯარო რეესტრს შეუდარა და ჩვენი გუნდის წევრმა დაადასტურა

სალომე ბეჟაშვილი არის ადვოკატი, მედიატორი, ლექტორი და საადვოკატო ბიუროს (BBK - Business & Law) მმართველი პარტნიორი, რომელსაც 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ბიზნეს სამართლის, კომერციული სამართლის, შრომითი სამართლის, კორპორაციული მმართველობის, მედიაციისა და დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მიმართულებით. იგი არის საადვოკატო ბიურო „ბი ბი ქეი – ბიზნესი და სამართალი“ (BBK)-ის მმართველი პარტნიორი და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, ასევე საერთაშორისო ბიზნეს წარმომადგენლობა რეკუსის მმართველი პარტნიორი. პარალელურად ხელმძღვანელობს საერთაშორისო კომპანია AE-SOLAR იურიდიულ დეპარტამენტს და წარმოადგენს არაერთ ქართულ და უცხოურ კომპანიას ყოველდღიურ სამართლებრივ საქმიანობასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. სალომე ბეჟაშვილი 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მენტორი ადვოკატი და აქტიურად მონაწილეობს პროფესიული სტანდარტების განვითარებაში. 2022–2025 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონკურენციისა და კომერციული სამართლის კომიტეტს, ხოლო მანამდე იყო მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე. დღეის მდგომარეობით კი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე. იგი არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და აკრედიტებული მედიატორი, სასამართლო მედიატორი, ასევე საქართველოს მედიაციის პალატის (BBK) დამფუძნებელი წევრი და აღმასრულებელი დირექტორი. 2019–2023 წლებში საქმიანობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორად, სადაც მონაწილეობდა მრავალ მნიშვნელოვან შრომით დავაში. სალომე არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ასწავლის საგანს „დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზები“. ასევე არის მარკეტინგის საერთაშორისო სკოლის მენტორი და აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა იურისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებაში. მის პროფესიულ გამოცდილებაში შედის როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა. სხვადასხვა პერიოდში ეკავა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მთავარი იურისტის პოზიციები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა (თბილისი 2015) და ევროპის ახალგაზრდული მძლეოსნობის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიაში. 2016 წლიდან სალომე ბეჟაშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის იურიდიულ დეპარტამენტს, ხოლო სხვადასხვა პერიოდში იყო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის იურისტი. სალომე ბეჟაშვილს მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები კავკასიის უნივერსიტეტში. დამატებით გავლილი აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სპეციალიზებული პროგრამა შრომის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ბიზნესისა და კორპორაციული სამართალი; კომერციული და სახელშეკრულებო სამართალი; შრომითი სამართალი; მედიაცია და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR); კორპორაციული მმართველობა და სამართლებრივი რისკების მართვა; საერთაშორისო ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა; სასამართლო წარმომადგენლობა და კომპლექსური სამართლებრივი კონსულტაცია. სალომე ბეჟაშვილი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/salome-bezhashvili-ka
