---
name: "სალომე კობერიძე"
url: "https://legal.ge/ka/specialists/salome-koberidze-ka"
firm: "შპს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი"
verified: true
bar_register_matched: false
publisher: "legal.ge"
---

# სალომე კობერიძე

- პრაქტიკის სფეროები: საბანკო და საფინანსო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, კორპორაციული და კომერციული სამართალი, დავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, ლიცენზირება და ნებართვები, მიგრაცია და იმიგრაციის სამართალი
- სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- ქალაქები: თბილისი
- გამოცდილება: 10 წელი
- კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- ფირმა: შპს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი

სალომე კობერიძე არის Strategic Counsel Group-ის პარტნიორი 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით საკორპორაციო და სამოქალაქო სამართლის სფეროებში. მისი საქმიანობა მოიცავს ბიზნეს პროცესების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა სხვადასხვა სექტორში ოპერირებად მსხვილ ორგანიზაციებში მუშაობისას, მათ შორის, შპს „ჯიარ ლოგისტიკში“ (სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია), შპს „საქართველოს ფოსტასა“ და სავაჭრო მარკეტების ქსელ შპს “გვირილა რითეილში”, სადაც პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციების საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე. პარალელურად სალომე კობერიძე ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას, არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი და დოქტორანტი, მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ პროექტებსა და სამართლებრივ კვლევებში. სალომე კობერიძე არის არაერთი სტატიის ავტორი. მისი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო კომპონენტებს, მათ შორის, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლას კადისის უნივერსიტეტში (Cadiz University, Spain) და კვლევით ვიზიტს მაქს პლანკის ინსტიტუტში (Max Planck Institute for Comparative and International Private Law in Hamburg, Germany).

## კონტაქტი

ელფოსტა და ტელეფონი პროფილის გვერდზეა: https://legal.ge/ka/specialists/salome-koberidze-ka
