განსაზღვრული საპენსიო შენატანების საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით და აისახება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანებისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (მისი არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ამ კანონის შესაბამისად
