ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც არ გააჩნია ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება: ზ.ა) საქართველოში ტრანზიტით შემოსული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელმაც საზღვრის გადმოკვეთიდან 12 საათში ვერ უზრუნველყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება; ზ.ბ) ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაუვიდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ვადა, მაგრამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა; ზ.გ) გასხვისებული ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც შეუწყდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასულია არა უმეტეს ერთი თვისა
