ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის, მაგნიტურ მატარებელზე) და რომელსაც გადახდის საშუალებად, მისი გამომშვების გარდა, მესამე პირებიც აღიარებენ; ჰ 1 ) ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელისგან ფულადი სახსრების მიღება ხორციელდება მხოლოდ მიმღებისთვის ან მისი სახელით მოქმედი სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის გადასაცემად ან/და ფულადი სახსრების მიღება ხორციელდება მიმღების სახელით და უზრუნველყოფილია ამ ფულადი სახსრების მიმღებისთვის ხელმისაწვდომობა. ფულადი გზავნილი ხორციელდება გადამხდელის ან/და მიმღების სახელზე საგადახდო ანგარიშების გახსნის გარეშე
